კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცაგარეიშვილს ფოტორეპორტიორების საქმემ ფილმი „მონანიება“ გაახსენა

11 ივლისი, 2011

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ფოტორეპორტიორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან და მათი საქმე ფილმ "მონანიებას" ახსენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ე.წ. მტკიცებულებები არ არის საკმარისი თუნდაც იმისთვის, რომ ფოტორეპორტორების ჯაშუშობის ვარაუდისთვის მაინც გამოითქვას ეჭვი. მისი თქმით, ასევე წარმოუდგენელია რეალურად ჯაშუშობაში მხილებული ადამიანი, თუნდაც ის ქალბატონი იყოს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. ამას გარდა, დეპუტატისთვის წარმოუდგენელია, ფოტორეპორტიორები ჯაშუშობასთან დაკავშირებით გადარიცხვებზე ტელეფონით საუბრობდნენ მაშინ, როცა დღეს მთელმა საქართველომ იცის, რომ ტელეფონები ისმენება და განსაკუთრებით, ამ ადამიანებმა. მით უმეტეს, ცაგარეიშვილმა ვერც სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში მოისმნა რამე ისეთი, რომ ეჭვის საბაბი მისცემოდა.

„არც ერთი ჭკუადმყოფელი ადამიანი, რომელიც ჯაშუშობით არის დაკავებული, არ დარეკავს თავის პარტნიორთან საიდუმლო საქმიანობაზე სასაუბროდ. განსაკუთრებით საქართველოში, როცა ივანე მერაბიშვილს ტელეფონები, ლამის მაგიდაზე უდევს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ეს გამოქვეყნებულ ე.წ. მტკიცებულებები მხოლოდ იმის ეჭვს აჩენს, რომ თავიდან ბოლომდე საქმე შეთითხნილია და რომ ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ივანე მერაბიშვილის პირად ანგარისწორებას უკავშირდება.

„ინფორმაცია გარკვეული უხერხული მდგომარეობის შესახებ, რაც ალბათ ასახულია მათ მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე, ივანე მერაბიშვილმა მიაწოდა სააკაშვილს და მისივე ძალისხმევით მოხდა მათი დაკავება. მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების უკანასკნელი გადაწყვეტილებები, რომელთა შორისაა ფოტორეპორტორების დაკავება, საბოლოოდ წარმოაჩენს, რომ სააკაშვილი და მისი კამარილია ტირანიით ტკბობაში არიან გადაშვებულები“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ფოტორეპორტიორების საქმემ ცნობილი ქართული მხატვრულ ფილმი „მონანიება“ გაახსენა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები