კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ალია ჰოლდინგი“ ქურციკიძისა და აბდალაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

11 ივლისი, 2011

„ალია ჰოლდინგი“ ზურაბ ქურციკიძის და გიორგი აბდალაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.

11 ივლისს შსს-სთან მიმდინარე ჟურნალისტთა აქციაზე „ალია ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გათვისუფლების შემთხვევაში ქურციკიძე და აბდალაძე ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

„ალია ჰოლდინგმა“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც განცხადებასთან ერთად საქართველოში აკრედიტებული საელჩოებს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლების, დემოკრატიული ქვეყნების მედიასაშუალებებს და საერთაშორისო უფლედამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნიან.

რაც შეეხება გედენიძეს, ტიკარაძის განცხადებით, გედენიძეზე არ არის საუბარი, ვინაიდან მან აღიარებითი ჩვენება მისცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

განცხადებაზე ხელმომწერები თავდებში უდგებიან ქურციკიძეს და აბდალაძეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები