კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყდეს ზეწოლა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე

8 ივლისი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა რეგიონში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ პრობლემებზე ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა პრობლემატური საკითხები, დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებები. ცენტრის მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაციები გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტურ მუშაობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ჟურნალისტები დააშინეს და აიძულეს, სამსახური დაეტოვებინათ. სამსახური დატოვა მძღოლმაც. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ცენტრს შეუქმნას პრობლემები ოფისთან დაკავშირებითაც, რომელიც (ხელშეკრულების საფუძველზე) კერძო პირის სახლშია განთავსებული.

არასამთავრობო ორანიზაციები მივმართავთ მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზეწოლა ჟურნალისტებზე. ასევე, მივმართავთ მთავრობასა და სხვა უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულ რეგიონში უზრუნველყონ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

CENN

კონსტიტუციის 42–ე მუხლი

განცხადება ღიაა ხელმოწერებისთვის. დაინტერესებული პირები დაუკავშირდით:
თეა თოფურია, ადამიანის უფლებათა ცენტრი
 +995 593 28 26 10; 
tea.hridc@gmail.com

ახალი ამბები