კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს

12 ივლისი, 2011

"ალია ჰოლდინგი" მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისადმი დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი დაკავების გამო მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა გამოხატეთ. მე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას!

მივმართავ ყველა ფოტორეპორტიორს და ყველა გამოცემას საქართველოსა და უცხოეთში, რომელსაც სჯერა ჩვენი უდანაშაულობის. სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადეთ შავი კუბი, წარწერით "აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან".

მივმართავ "როიტერის", "ასოშეითედ პრესის", "ფრანსპრესის" წარმომადგენლებს საქართველოში, სანამ ჩვენს შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა, იგივე მეთოდით მიაწოდონ ინფორმაცია და ფოტოები უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს. ეს არის ჩვენი ბრძოლა სიმართლისათვის. მე თქვენი იმედი მაქვს".

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები