კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ქურციკიძემ ადვოკატს ზეპირი განცხადება გადასცა

12 ივლისი, 2011

ზურაბ ქურციკიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს და სჯერა მისი უდანაშაულობის, - აცხადებს მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი.

ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ზურაბ ქურციკიძეს წერილობითი განცხადების გავრცელება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, რადგანაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითი ინფორმაციის გამოტანა შეზღუდულია, ზეპირი განცხადების გავრცელება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ციხის ადმინისტრაციამ გუშინ ადვოკატს ქურციკიძესთან საუბრისას მონიშნული ჩანაწერების გამოტანის საშუალება არ მისცა. მათ ჩანაწერის გაცნობა მოითხოვეს, რის შედეგადაც ადვოკატი იძულებული გახდა ფურცლები დაეხია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები