კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის ცნობით, ფოტორეპორტიორების პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება

13 ივლისი, 2011

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის და ნათია გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის საჯაროობა და გამჭვირვალობა.

პროკურატურის განცხადების შესაბამისად, საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს.

პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები