კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რობერტ სტურუა - ქართველმა ერმა ისევე უნდა ვთქვათ უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე

13 ივლისი, 2011

ქართველმა ერმა ისევე უნდა თქვას უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე. ამგვარი პოზიცია გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბარში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ დააფიქსირა.

"ჩვენ ქართველმა ერმა ისევე უნდა ვთქვათ უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე. ქართველებმა უნდა მოვინანიოთ ცოდვები. ყველაფერი ეკლესიამ უნდა ითავოს და ჩვენს ქვეყანას ეშველება. თუ სატანას აღმერთებ, უსათუოდ რაღაც ცუდი მოგელის", - აცხადებს რობერტ სტურუა.

მას ასევე მიაჩნია, რომ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ კანონის მიღება ნაადრევი იყო.

"ჩვენ ქართველები ცუდ მდგომარეობაში ვართ, მოსულიერება გვჭირდება, ჯერ დაიბრუნონ დაკარგული მიწები და მერე ილაპარაკონ ამ კანონებზე, რომლის შემოღებაც სურთ. მართალია, არ ვისვრით და არ გვესვრიან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გაქანებული ომია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არც კათოლიკეებს, არც მაჰმადიანებს და არც სხვა რელიგიების წარმომადგენლებს შევარდნია სახლებში და არ უთქვამს, გინდა თუ არა, მიიღეთ ეს სარწმუნოებაო. ქართული ხასიათი კეთილშობილურია. ჩვენ არავისთვის მიწები არ წაგვირთმევია, პირიქით კი ხდება. გადავხედოთ რუკებს და ვნახავთ, რომელ მეზობელ ქვეყანაში არ არის ჩვენი ეკლესიები. ის მიწები ადრე ჩვენ გვეკუთვნოდა, მაგრამ ზედმეტად ჩუმად ვართ. ასე არ შეიძლება. არ შეიძლება, მთავრობაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ კარგი ცხოვრება მოიწყო და სამშობლოზე არ იფიქრო. აი, ეს გვაღიზიანებს ყველა ქართველს", - აცხადებს სტურუა.

მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო და 26 მაისის მოვლენების შემდეგ არც აღლუმი უნდა ჩაეტარებინა და არც შერონ სტოუნი ჩამოეყვანა საქართველოში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები