კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ვერ დაადგინეს რომელი ქვეყნის ჯაშუში ვიყავი“

13 ივლისი, 2011

ზაზა წულაძე, ამერიკის ხმა, თბილისი

ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის 2006 წელს გასამართლებულმა სიმონ კილაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მას-მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა, გასამართლებიდან ხუთი წლის თავზე  განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. დაბალი რანგის ჩინოვნიკი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში 2006 წლის 28 მარტს სამუშაო კაბინეტში დააპატიმრეს და ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს. ტელევიზიებმა მაშინ კილაძის აღიარებით ჩვენებაც გაავრცელეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ კილაძე ერთ-ერთ ქვეყნის საელჩოს პრეზიდენტ სააკაშვილზე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. ჯაშუშობაში ბრალდებული ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხუთ წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, პირობითი სასჯელის ვადა სიმონ კილაძეს ორ თვეში გასდის.
 
სიმონ კილაძე

„მე მედავებოდნენ, რომ თითქოს მქონდა რაღაც მასალები და გადავეცი ეს მასალები ვიღაც-ვიღაცეებს, თუმცა ეს გამოძიების მასალებში გაშიფრული არ არის, გამოძიებამ ეს ვერ დაადგინა. მედავებოდნენ, რომ თითქოს ისეთი მასალები მქონდა, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო პირებს შეეხებოდა.  მე ვიყავი ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, რომელსაც არავითარი დაშვება საიდუმლო მასალებთან არ ჰქონდა. ძირითადად ეს იყო ინტერნეტის მასალები, პრესის, ტელევიზიის ანუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასალები. ეს  ცნობილი ამბავი იყო და თვითონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც დაადასტურა, რომ მათ ვაწოდებდი პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას. რა თქმა უნდა მასში ის უარყოფითიც შედიოდა, რაც იბეჭდებოდა ხელისუფლებაზე პრესაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო. არასდროს არ დამავიწყდება, ალბათ, 2006 წლის 28 მარტი, 10-ს ეკლდა 20 წუთი. მე დამიძახეს სპეციალური ტელეფონით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელთან და იქ საუბარი იყო, რომ მე ჩემს მოვალეობას ძალიან კარგად ვასრულებ და ერთ-ერთი დავალება მომცა, სასწრაფოდ გასაკეთებელია და დიდი ყურადღებით მოეპყარი ამ დავალების შესრულებასო. ვის არ ესიამოვნება - ხელმძღანელმა შეაქო თავისი თანამშრომელი. ჩამოვედი, დავჯექი ჩემს კომპიუტერთან და არ გასულა ხუთი წუთი შემოვიდნენ. შემოყვნენ კორესპოდენტები, ტელევიზიის ჟურნალისტები და გამომიცხადეს, რომ მე დაპატიმრებული ვარ! ჩემთვის ეს რასაკვირველია იყო შოკი, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.“
 
სიმონ კილაძის საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ „აღმოჩენილი იქნა უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით კილაძის მიერ შეგროვებული და შემდგომ ელექტრონული ფოსტით გადაცემული ცნობები საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების შესახებ, საქართველოს და საქართველოში სტუმრად მყოფი საზღვარგარეთის უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობოს სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების შედეგები, კონკრეტული მოლაპარაკებების ტაქტიკა; ასევე ინფორმაცია დამცავი ობიექტების შესახებ, რომელიც შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებს“. სიმონ  კილაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ცნობილი ფოტოგრაფების საქმე, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე რეზონანსული თემაა, მის საქმეს ძალიან ჰგავს.  6 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ევროპის პრეს ფოტოსააგენტოს კორსპონდენტი ზურაბ ქურციკიძე, გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოკორესპოდენტი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ფოტოკორესპოდენტი ნათია გედენიძე და „ასოშეიტედ პრესის“ ფოტოკორესპოდენტი შახ აივაზოვი. არაოფიციალურად ცნობილია, რომ შახ აივაზოვი ამერიკული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. ნათია გედენიძე კი გირაოთი გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ ირაკლი გედენიძემ ჯაშუშობა აღიარა. ქურციკიძე და აბდალაძე ბრალს არ აღიარებენ და საქმეს შეთითხნილს უწოდებს. აბდალაძე დაპატიმრების დღიდან მშრალად შიმშილობს. სიმონ კილაძე ამბობს:
 
„ჩემი დაპატიმრება დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის ამბავს, როცა მატულობდა მღელვარება და დაიწყო საპროტესტო აქციები. ჩემს დაპატიმრებამდე კი დღენახევრით ადრე ციხის ბუნტი მოხდა, სადაც ხალხი დაიღუპა. ხდება მოვლენის გადაფარვა. პარალელს თუ გავავლებთ, შიძლება ითქვას, რომ დღესაც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. რატომ? რისთის? რა გააკეთა ამ ხალხმა ისეთი, რომ მათ ბრალდებად წაუყენეს ჯაშუშობა და სახელმწიფოს ღაღატი?! აქაც, მართლაც გადაფარვასთან გვაქვს საქმე. იგივე მართლმადიდებლური ეკლესიასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მათ დაინახეს ეკლესიის და საზოგადოების მწვავე რეაქცია და შეიძლება ამ დაპატიმრებით, ეს საკითხი გადაიფარა და უკანა პლანზე გადაიწია ეკლესიასთან დაკავშირებულმა საკითხმა. ნიშანდობლივია, რომ ბატონი გედენიძეც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მუშაობდა, იქ სადაც მე ვმუშაობდი.“
 
სიმონ კილაძის საქმე პირველი ჯაშუშური საქმე იყო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 2006 წლის მარტის, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მრავალი ასეთი საქმე გახსნა. კილაძე გასაგები მიზეზების გამო არ საუბრობს, თუ რა ხერხებით მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისგან აღიარებითი ჩვენება. არაოფიციალურად ცნობილია, რომ მას შვილზე ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. სიმონ კილაძე დღეს ზუსტად იგივე სამუშაოს ეწევა, რასაც დაპატიმრებამდე. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აკეთებს პრესის დაიჯესტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სიმონ კილაძის სკანდალურ აღიარებაზე კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

http://netgazeti.ge/GE/65/News/5720 

ახალი ამბები