კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „ბათუმელების“ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს

14 ივლისი, 2011

გაზეთი „ბათუმელები“ სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა  სასამართლოში ჩივის. გაზეთი იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რითაც გაზეთის გამომცემელი მზია ამაღლობელი და მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, 2009 წლის 15 აგვისტოს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო, ათა-ათასი ლარით დააჯარიმეს. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა აქტი მხარემ გაასაჩივრა, მაგრამ - უშედეგოდ.

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი: „სასამართლომ ჩათვალა, რომ მებაჟეებს არ დავემორჩილეთ. თითქოს კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ ყველა მოქალაქე მათ შორის ჟურნალისტიც, უნდა დაემორჩილოს მებაჟეს საბაჟოს ტერიტორიაზე“.

როგორც გაზეთის რედაქტორი აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ და არც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ბათილად არ ცნო ის ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა აქტი, რომლითაც ჟურნალისტები დააჯარიმეს.

„სასამართლომ მიგვითითა, რომ შესაბამის პრესსამსახურს უნდა დავკავშირებოდით და პრესსამასახური დაგვეხმარებოდა ინფორმაციის მოძიებაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ჟურნალისტური გამოძიება და თუ ამას ჩვენ წინასწარ ვაცნობებდით მათ სამსახურს, გამოასწორებდნენ მდგომარეობას. მეორეს მხრივ, კოდექსში და არც შიდა ბრძანებებში, არსად წერია, რომ ჟურნალისტს აკრძალული აქვს მუშაობა სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე. ვიცით, რომ ჟურნალისტს კანონით გადაღების უფლება აკრძალული აქვს სასამართლოში, დახურულია თავდაცვის სამინისტროც. თუმცა, იმის შესახებ, რომ საბაჟოც ასევე დახურულია, სასამართლო პროცესზე ჩვენ მოვითხოვეთ მხარისაგან შიდა ბრძანება-განკარგულება, მაგრამ მხარემ ვერ წარმოადგინა“, - აღნიშნა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა.

სარჩელში, გაზეთი „ბათუმელები“ მორალური კომპესაციის მოთხოვნასაც აპირებენ, რომლის ოდენობაც სარჩელის დაზუსტების ვადებში გადაწყდება.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები