კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩარგლის მაცხოვრებლები ჩინოვნიკებს ბრაკონიერობაში ადანაშაულებენ

15 ივლისი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგლის მაცხოვრებლები ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრაკონიერობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივებმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ჩარგლის ტყეში თანამდებობის პირები თბილისიდან, მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციიდან და დუშეთის გამგეობიდან ხშირად ნადირობენ შველზე, ირემზე და სხვა ნადირზე.

ადგილობრივების თქმით, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა მათ გარემოს დაცვის ინსპექციას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა სანადიროდ თვითონ გდი-ის თანამშრომლებიც დადიან.

ამ საკითხზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ვაჟა ფშაველას შვილთაშვილი ვაჟა რაზიკაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მას და ჩარგალში მცხოვრებ მის ნათესავებს და თანასოფლელებს არაერთხელ უნახავთ შველზე და ირემზე სანადიროდ ჩასული თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმშრომლები.

„ლეიბორისტები“ უნიკალურ ცხოველებზე ნადირობის შეწყვეტას და ჩარგლისა და მაღაროსკარის ტყეების ნაკრძალად გამოცხადებას ითხოვენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები