13:10, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის ოფისი „ქრონიკის“ რედაქტორის განცხადებას გამოეხმაურა

15.07.2011
სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გაზეთ „ქრონიკის“ რედაქტორის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უყურადღებობას იჩენენ დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების მიმართ და არ მისულან მათ სანახავად.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ შეახსენებს დაინტერესებულ პირებსა და მედიასაშუალებებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებული ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე მოინახულეს ოთხჯერ – 7 და 8 ივლისს თბილისის დროებითი მოთავსების #1 იზოლატორში, ხოლო 9 და 11 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ დაკავებულთა განთავსების პირობებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მონიტორინგის შედეგები აისახა სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში 7, 8 და 11 ივლისს. აღნიშნული პრესრელიზები საზოგადოებისათვის ასევე ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ombudsman.ge.

მათივე ცნობით, 2011 წლის 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა ასევე მოითხოვა ფოტორეპორტიორების საქმის გასაჯაროება.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნული იყო: "საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირები ფოტორეპორტიორები არიან, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს იმ დოკუმენტების საქმის სხვა მასალებისაგან გამიჯვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალათა ნაწილი თავად გახადა საჯარო გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ. შესაბამისად, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო გახადოს საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება, აუცილებელია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან ზუსტად მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების შეფასება და მისი საიდუმლოების საკითხის გადაწყვეტა“.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს დაკავებული პირების მდგომარეობის მონიტორინგს.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC