კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გერმანიის საელჩოსთან დაკავებული ფოტორეპორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დაიწყო

15 ივლისი, 2011

გერმანიის საელჩოსთან დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან როგორც "ალია ჰოლდინგის" თანამშრომლები, ასევე დაკავებულების სხვა კოლეგები, ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები. აქციაზე არიან ასევე, პოლიტიკოსები, მათ შორის გიორგი ახვლედიანი, ინგა გრიგოლია, დავით ზურაბიშვილი, ალეკო შალამბერიძე. როგორც "ალია ჰოლდინგის" წარმომადგენელმა ნანა არჩვაძემ განაცხადა, იგეგმება, რომ გერმანიის ელჩს გადაეცეს ჟურნალისტების მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს 110 ჟურნალისტი.

"ამ მიმართვაში დაფიქსირებულია ჩვენი პოზიცია და მოვითხოვთ, რომ მოეხსნას საქმეს გრიფი "საიდუმლო" და გახდეს ცნობილი საქმის დეტალები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას", - განაცხადა ნანა არჩვაძემ.

"ალია ჰოლდინგის" რედაქტორის დიმიტრი ტიკარაძის განცხადებით, მიზნის მიღწევამდე აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

"რაც შეეხება შემდგომი მოქმედებების გეგმას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს, თითქმის ცაიტნოტში ვიღებთ და საღამოს გადავწყვეტთ, თუ სად დავგეგმავთ ხვალ აქციას", - განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.

აქციაზე გრძელდება დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებობაზე ხელმოწერების შეგროვება. როგორც ნანა არჩვაძე აცხადებს, ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება კვირის ბოლომდე და სავარაუდოდ, ორშაბათისთვის უკვე მზად იქნება.

"ჩვენ ამ ხელმოწერებს გადავცემთ პრეზიდენტრის ადმინისტრაციას, ასევე პროკურატურას, სასამართლოს, დიპლომატიური კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს", - განაცხადა ნანა არჩვაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები