კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარიდან სარწყავი წყლის მოხმარებისთვის გლეხები 250 ლარით დააჯარიმეს

19 ივლისი, 2011

მდინარე ალაზნის სარწყავი არხიდან წყლის მოხმარებისთვის სიღნაღის რაიონში გლეხები 250 ლარით დააჯარიმეს. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დაჯარიმებამდე შპს „ალაზანი M“-დან არავითარი მითითება არ მიუღიათ, რომ წყლის მოხმარებამდე კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ.

„200 ძირი პომიდორი მიდგა, გვალვისგან ხმებოდა და მოვრწყე. მოვიდნენ და პირდაპირ 250 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს. ძალიან გვიჭირს და გადახდის საშუალება არ გვაქვს. თუ მალე არ გადაიხდით, სასამართლოში გიჩივლებთო. პურის ფული არ გვაქვს, 250 ლარი რით უნდა გადავიხადო? ამდენი წყალი იღვრება, ცოტა ხნით ნაკვეთში გავუშვი და ჯარიმა დამიწერეს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა დარეჯან ჯავაშვილმა.

შპს „ალაზანი M“-ის დირექტორის ალექსანდრე იმერლიშვილის განცხადებით, მათ ყველა სოფელში ჰყავთ წარმომადგენლები, რომლებმაც არაერთხელ გააფრთხილეს გლეხები, რომ „ალაზანი M“- თან ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. „ვინც ხელშეკრულება არ გააფორმა და სარწყავ წყალს მაინც მოიხმარს, ბუნებრივია მათ დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა იმერლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები