კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან დასაჩუქრდნენ

19 ივლისი, 2011

15 ივლისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები კალმებით დაასაჩუქრა. „კიდევ უფრო მტკიცედ და მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი ხელმოწერა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მიიღებთ“, - უთხრა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე კოტე კუბლაშვილმა 2011 წლის მაისში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევის შედეგებზე ისაუბრა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ენდობა.

კოტე კუბლაშვილი: „მინდოდა, აღმენიშნა ის შედეგი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს. მართლაც დასაფასებელია ის, რაც შეძლეს მოსამართლეებმა. სწორედ ეს არის რეფორმის მიზანი, რომ მაქსიმალურად, თუ შესაძლებელია 100 %-ით იყოს თუნდაც ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ენდობა მოსახლეობა. ის ხალხი, რომელიც დადის სასამართლოში და საკუთარი თვალით ხედავს თუ როგორ მუშაობს სასამართლო და როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები, მართლაც, აშკარაა რომ მათი უმრავლესობა, 68 % სრულად ენდობა სასამართლოს“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობა მაღალია, წლების განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის არარსებობის მიზეზად კი კუბლაშვილი პროკურატურის კარგ მუშაობას ასახელებს: „გამამართლებელი განაჩენი არ არის მთავარი შეფასება იმისა, თუ როგორ მუშაობს სასამართლო. გასულ წელს დაახლოებით 7 % საქმეებისა, რომელიც უნდა შემოსულიყო სასამართლოში, პროკურატურამ თავად შეწყვიტა. მათ იცოდნენ, რომ სასამართლოში რომ შემოეტანათ, აუცილებლად გამამართლებელი დადგებოდა“. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები