კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგა ბოკერია – გამოვრიცხავ საქართველოს ხელისუფლების სურვილს, პოლიტიკური შეხედულებების გამო ვინმე ჯაშუშობაში დაადანაშაულოს

19 ივლისი, 2011

ჩვენ არ გვიკვირს, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ, იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს სამწუხარო რეალობაა , - აცხადებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია „აგანიოკთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტ ოლგა ალიონოვას კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ჯაშუშობაში ფოტორეპორტიორების დადანაშაულება მეტისმეტია და საზოგადოება ამგვარი ისტორიებით დაიღალა, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ეს ფაქტი მისთვისაც უსიამოვნოა, რადგან ფოტოკორესპონდენტებს პირადად იცნობდა.

„იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადად კარგად ვიცნობდი, ბრალი წაეყენათ და არიან თუ არა ისინი დამნაშავეები, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ორი მათგანი სახელმწიფო მოსამსახურე იყო. აქედან ერთი - პრეზიდენტის უახლოესი ადამიანი, მისი პირადი ფოტოკორესპონდენტი, რომელიც მასთან დიდ დროს ატარებდა. ჩვენ მას ყველა ვიცნობდით, ყოველთვის გქვონდა პირადი ურთიერთობა, ამიტომ ეს ფაქტი ძალიან უსიამოვნოა“, - აცხადებს ბოკერია.

ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვა ასეთია - არ გეშინიათ, რომ საქართველო წარმოჩინდება ქვეყნად, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება? გიგა ბოკერია ამბობს, რომ ისინი იყვნენ ფოტორეპორტიორები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობდნენ.

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს, პოლიტიკური შეხედულებების გამო ვინმე ჯაშუშობაში დაადანაშაულოს.

„ახლა არის რაღაც ახალი თეორია, რომელიც ჩვენს მედიაში განიხილება, რომ მათ გადაიღეს 26 მაისის ღამეს ფოტოები. ძნელია, ამგვარი ჰიპოთეზა სერიოზულად განიხილო. იმ დღეს ათასობით ფოტო გადაიღეს, იქ ათობით ფოტორეპორტიორი მუშაობდა. ამ კონკრეტულ საკითხზეც არ ვაპირებ კამათს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჯაშუშური ქსელების შექმნას რუსული რესურსების დიდი ნაწილი ხმარდება“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია და დასძენს, რომ გასაკვირი ამაში არაფერია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები