კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

19 ივლისი, 2011

2006 წლის 27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პირი რომელიც გამოცხადდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამართალდამცავებს მიაწვდიდა ინფორმაციას, მისი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ გათავისუფლდებოდა პასუხიმგებლობისგან.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა საქართველოს 11 მოქალაქე, რომლებიც თანამშრომლობდენენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ).

ანალოგიური განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიმართა 2010 წლის 11 მაისს, როდესაც სამართალდამცავების მიერ ჩატარებული იქნა მაშტაბური სპეცოპერაცია „ენვერი“.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯაშუშური ქსელის გამოსავლენად და კვლავ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან, ნებაყოფლობით გამოცხადდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ან დაუკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე და  ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ცხელი ხაზი (832) 2 41 22 11  ელ-ფოსტა: counterintelligence@mia.gov.ge

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები