კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად გაჭირვებული პოღოსიანები ბათუმის მერთან სააპელაციო სასამართლოშიც დამარცხდნენ

20 ივლისი, 2011

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის ოჯახსა და სოციალურად გაჭირვებულ პოღოსიანებს შორის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება კვლავ ბათუმის მერის სასიკეთოდ მიიღო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოღოსიანებს მერისა და მისი ნათესავებისთვის 13 300 აშშ დოლარის გადახდა ეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული თანხის ოდენობა მხოლოდ 2 000 აშშ დოლარით შეამცირა.

ირაკლი შავაძე, ედუარდ პოღოსიანის ადვოკატი: „ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სააპელაციო საჩივარი. ახალი გადაწყვეტილებით, პოღოსიანებს 2 000 აშშ დოლარი დააკლეს. გადაწყვეტილებამდე, სააპელაციო სასამართლომ მორიგება შესთავაზა მხარეებს, რაც ითვალისწინებდა, რომ პოღოსიანების საკუთრებას გამოკლებულიყო სადავო ფართი _ 59 კვ/მეტრი, რაც გასხვისებულია. ეს ლოგიკური იყო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამაზე არც პრეტენზია გააჩნია. თუმცა, მეორე მხარე ამაზე არ დათანხმდა. ჩვენ კი, შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანას ვაპირებთ“.

სასამართლოს მიერ შეთავაზებული მორიგების მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის მერისა და მისი ნათესავების სასიკეთოა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე, 30 ივნისს გამოიტანეს. წერილობითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სოციალურად გაჭირვებული პოღოსიანები დავის გაგრძელებას აპირებენ. ამჟამად, მათ საკუთრებაში არსებულ ფართს საჯარო რეესტრის ყადაღა ადევს. დაყადაღებულია ასევე პოღოსიანების ყოფილი საკუთრება - ამჟამად გასხვისებული 59 კვ.მეტრი ფართობი.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები