კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვალთვალი ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ

20 ივლისი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

20 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და მედიას მიაწოდა ინფორმაცია უფლებადამცველებზე განხორციელებული ზეწოლის, სისტემატიური და ტოტალური თვალთვალის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებსა და პრესკონფერენციაზე მოსულ უცხოელ სტუმრებს წარუდგინა თვალთვალის ამსახველი ფოტომასალა, კერძოდ - სხვადასხვა მარკის ავტომანქანის ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია, რომ მათი მფლობელები თვალთვალის დროს იდენტური სახელმწიფო ნომრით სარგებლობენ. ცენტრს ასევე აქვს იმ უცხო პირების ფოტოსურათები, რომლებიც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის აქციებ და უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს.

უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, უახლოესი თვეების განმავლობაში გაგრძელდება აგრესიული ფორმებით სხვადასხვა სახის ზეწოლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე; ფოტორეპორტიორთა სკანდალური დაკავების შემდეგ იგეგმება ხელისუფლების მიერ ე.წ „არაკონტროლირებად“ სამოქალაქო საზოგადოებებზე წერტილოვანი დარტყმები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, მიმართოს შს მინისტრს და მოითხოვოს განმარტებები, თუ რატომ უთვალთვალებენ ცენტრის თანამშრომლებს ძალოვანი სტრუქტურები.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაა, შეწყდეს ჯაშუშომანია ხელისუფლების მხრიდან, შეწყდეს პოლიციის მხრიდან საზოგადოების დაშინება, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, ზეწოლა თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე.

ახალი ამბები