კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა მოძრაობა FEMEN-ის აქცია უკრაინაში ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად

21 ივლისი, 2011

უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა ჟურნალისტები და ორგანიზაცია FEMEN-ის აქტივისტები ცემეს. ასე დამთავრდა 18 ივლისს ქალთა მოძრაობა FEMEN-ის აქცია სახელწოდებით - „ფოტონადირობა“.

აქცია ორგანიზებული იყო საქართველოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად. FEMEN შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ფოტორეპორტიორების საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მიმდინარეობს.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს წინ FEMEN-ის აქტივისტებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს სამი ბრალდებული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვა საელჩოს ქართველმა თანამშრომელმა შეაწყვეტინა. იგი პირდაპირ მუშტებით მივარდა FEMEN-ის აქტივისტებს, შემდეგ კი თავისი მომეტებული ენერგია ჟურნალისტების წინააღმდეგაც მიმართა. მან რამდენიმე დარტყმა მიაყენა პრესის წარმომადენელს და მათი აპარატურის დამტვრევასაც შეეცადა.

FEMEN-ის აზრით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ძალადობრივი მოქმედება საერთაშორისო საზოგადოებას უდასტურებს ოფიციალური თბილისის მედიაფობიებს.

სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აქციის აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ხელის აღმართვით, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა საერთო დემოკრატიული პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება მოახდინეს, კერძოდ - სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უპატივცემულობა.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს წინ მომხდარი ფაქტები გვაიძულებს კიდევ უფრო მეტად დავფიქრდეთ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტების ბედზე.

საქართველოს საელჩოს თანამშრომლის თავდასხმის შემდეგ, გამომცემლობა „კომენტარების“ ჟურნალისტი ალექსანდრე იამკოვი საავადმყოფოში ტვინის შერყევის ნიშნებით მიიყვანეს.

FEMEN-ის პრესრელიზი

ახალი ამბები