კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები დანესტილ ექსპონატებს მზეზე აშრობენ

21 ივლისი, 2011

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს განადგურება ემუქრება. ფონდსაცავში წყალი ჩადის, რის გამოც ექსპონატები დაინესტა. მუზეუმის თანამშრომლები დანესტილ ექსპონატებს მზეზე აშრობენ.

„დანესტილი ექსპონატების გადარჩენას საკუთარი ძალებით ვცდილობთ. დღესაც მზეზე გამოვიტანეთ გასაშრობად. მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვან ექსპონატებს ვინახავთ, რომლის განადგურებაც დაუშვებელია. ჩვენი პრობლემა ადგილობრივი გამგეობისთვის ცნობილია, თუმცა ჯერ-ჯერობით პრობლემა მოუგვარებელია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ლიანა ბაიდოშვილმა.

დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორის თამაზ კირვალიძის განცხადებით, მუზეუმში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმირებულია, თუმცა არ იცის, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება თუ არა. „შენობა ძალიან ძველია. ჯერ სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და შემდეგ დასახმარებლად შესაბამის სამსახურს მივმართავ“, - აღნიშნა თამაზ კირვალიძემ.

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1975 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე ადგილობრივი ბიუჯეტის 25%-ზე მეტი იხარჯება, მუზეუმის საკითხით კი დღემდე არავინ დაინტერესებულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები