კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფიო ხორგუანი - ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის განადგურებას ცდილობს

21 ივლისი, 2011

ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის განადგურებას ცდილობს, - ამის შესახებ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ხორგუანმა ბოტანიკური ბაღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სოფიო ხორგუანის თქმით, ბოტანიკური ბაღის გასანადგურებლად ხელისუფლებამ შემოვლითი გზა აირჩია. როგორც ხორგუანი აცხადებს, ეს დაწესებულება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დაქვემდებარებიდან გადადის დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში. მისი თქმით, გაურკვეველია რა მიზანს ისახავს თბილისის მერიისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა. სოფო ხორგუანის თქმით, ფაქტობრივად იქმნება სახელისუფლებო კორუფციის კიდევ ერთი პრეცედენტი.

„არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში უნიკალური ნარგავები გაიჩეხოს და განადგურები ბოტანიკური ბაღის ადგილზე დიდი სავაჭრო კომპლექსი ანდა რაიმე სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტი ვიხილოთ, რომელსაც დედაქალაქის მერია გიგი უგულავასთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფს გადასცემს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

როგორც ის აცხადებს, გაუგებარია ვინ არის პასუხისმგებელი ბოტანიკური ბაღის 200 თანამშრომლის სოციალურ მდგომარეობაზე. სოფიო ხორგუანის განცხადებით, მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე რჩება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები