კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს აღმასრულებლებმა ხელბორკილები დაადეს და 4 საათით თავისუფლება აღუკვეთეს, სასამართლომ კი იგი 400 ლარით დააჯარიმა

21 ივლისი, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციული კოლეგიის მოსამართლემ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ადმინიტრაციული სასჯელი, 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა აცნობა, სასამართლო პროცესი ღამით, 01.00 საათზე დასრულდა.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ნაირა ოტიაშვილის ინტერესებს ადვოკატი ქეთი ბექაური იცავდა. ქეთი ბექაურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირი, რომელიც დაამტკიცებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კოლეგის უდანაშაულობასა და აღსრულების ბიუროის წარმომადგენელთა დანაშაულს მოსამართლემ არ გაიზიარა.

„ამ ქმედებით მოსამართლემ ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი დაარღვია და მხარეს არ მისცა მტკიცებულების წარმოდგენის საშუალება. ამ ქმედებით პირდაპირ აღიარა მოსამართლემ, რომ ის არის ვანოს მოსამართლე და მას არანაირი მტკიცებულება არ აინტერესებს“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ინციდენტი ადვოკატ ნაირა ოტიაშვილსა და აღსრულების ბიუროს წარმოამდგენლებს შორის გუშინ მოხდა, როდესაც წინამღვრიშვილის ქუჩაზე სააღსრულებლო ბიუროს მითითებით, მუშებმა მოქალაქის ბინის კედლის ნგრევა დაიწყეს.

აღნიშნული ფაქტი ოტიაშვილმა ვიდეოკამერით გადაიღო, რამაც აღსრულების ბიუროს წარმოამდგენლების გაღიზიანება გამოიწვია. ადვოკატს ხელბორკილები დაადეს და 4 საათის მანძილზე თავისუფლება აღუკვეთეს.

ადვოკატები მათი კოლეგის, ნაირა ოტიაშვილისთვის აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ხელბორკილების დადებას და უკანონო პატიმრობაში აყვანას სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებად აფასებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ქეთი ბექაურმა განაცხადა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს არანაირი უფლება არ აქვთ, ვინმე დააკავონ და ხელბორკილი დაადონ. აღნიშნულის გამო აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიმართ, 332-ე, 333-ე და 144-ე მუხლების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მოქალაქის უკანონოდ მძევლად აყვანას გულისხმობს.

ქეთი ბექაურის თქმით, ადვოკატის დაკავება იმ შემთხვევაში ხდება, თუ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები