კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა ტუღუში: „ჩვენი პროტესტი დიდხანს გაგრძელდება, რადგან სიმართლის დადგენას ჯერჯერობით პირი არ უჩანს“

22 ივლისი, 2011

„ჩვენი პროტესტი დიდხანს გაგრძელდება, რადგან სიმართლის დადგენას ჯერჯერობით პირი არ უჩანს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, რომელიც გლდანის ციხესთან გამართულ ჟურნალისტების აქციაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, ის მასალები, რომლებიც ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ წარმოადგინა, კიდევ ერთხელ არწმუნებს იმ პროტესტისა და მოთხოვნების სამართლიანობაში, რომელსაც ამ დრომდე ჟურნალისტები გამოხატავენ. ტუღუშის თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაშიც, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას, დაკავებული ფოტორეპორტიორები უნდა გათავისუფლდნენ, უნდა გაგრძელდეს სოლიდარობის აქცია და ბრძოლა სამართლიანობისათვის.

„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის თქმით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას არა მხოლოდ საპროტესტო აქციებით, არამედ დაგეგმილი აქვთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა იმ მუხლის შესაცვლელად, რა მუხლითაც ფოტორეპორტიორები არიან დაკავებულები.


ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები