კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ილია II – „ფოტორეპორტიორების საკითხი მთელ საქართველოს აღელვებს“

22 ივლისი, 2011

21 ივლისს საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში ის ჟურნალისტები მიიღო, რომლებმაც დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან აქცია გამართეს.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მთელ საქართველოს აღელვებს ის საკითხი, რის გამოც მასთან ჟურნალისტები მივიდნენ. პატრიარქის განცხადებით, ის არ არის გამომძიებელი, მაგრამ ამ საქმის დადებითად გადაწყვეტის სჯერა. მანვე კითხვით მიმართა შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებს, სჯერათ თუ არა მათთაც საკითხის დადებითად გადაწყვეტის, რაზეც მათგან დასტური მიიღო.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ჟურნალისტები უმეტეს შემთხვევაში ნეგატიურს აშუქებენ, რაც მოსახლეობაზე ცუდად მოქმედებს. პატრიარქმა მათ სთხოვა, პოზიტიური გააშუქონ. შეხვედრის ბოლოს ილია მეორემ მედიის წარმომადგენლები დალოცა და ტკბილეულითაც უმასპინძლა.

შეხვედრა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს შენობა დატოვეს. შენობიდან გამოსვლის შემდეგ "ალია ჰოლდინგის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, რომ უწმინდესთან შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გიორგი აბდალაძის თავდებობის საკითხი აღარ მოუთხოვიათ, რადგან უწმინდესმა საქმის დადებითად გადაწყვეტის იმედი გამოთქვა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს სიტყვები მათთვის ყველაფერს ნიშნავდა.

პალიტრა.ტვ

ორიგინალი 

ახალი ამბები