კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია აბდალაძე: „ჩემი, როგორც რეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა“

25 ივლისი, 2011

ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის განცხადებით, მისი როგორც რეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა.

აბდალაძე აცხადებს, რომ შეიძლება გადაიღოს მხოლოდ დაბადების დღეები, ქორწილები. „აბა, წარმოგიდგენიათ, მე პოლიტიკური პრესკონფერენციები ან მიტინგები როგორ უნდა გავაშუქო?“ - აცხადებს გია აბდალაძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა განმარტავს, რომ აბდალაძის მდგომარეობა და ის პირობები, რაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე აიღო ფოტორეპორტიორმა თავისუფალი გამოკითხვის საშუალებას არ აძლევს. ჟურნალისტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი გააპროტესტებენ საპროცესო შეთანხმებას ან ზეწოლაზე ალაპარაკდებიან, ციხეში დაბრუნდებიან.

როგორც აბდალაძე აცხადებს, ძალიან დათრგუნულია და განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვის, ის კი რაც განიცადა არასდროს დაავიწყდება. იგი მხარდაჭერისათვის ყველას მადლობას უხდის.

„ციხე პარალელური სამყაროა, სადაც ცხოვრება ძალიან მძიმეა. საკანში მხოლოდ თანამესაკნესა და რადიოს ვუსმენდი. ანტენა საგანგებოდ უნდა შეგეტრიალებინა და ხელით დაგეჭირა, რომ რადიო ~პალიტრისათვის~ გესმინა. ვიდექი ხელაწეული და ვუსმენდი ამბებს ჩემს შესახებ. იმის შიშით კავშირი არ გაწყვეტილიყო, მეორე ხელსაც ვერ ვანაცვლებდი. როდესაც საინფორმაციო გამოშვება მთავრდებოდა, მოცელილი ვეშვებოდი ნარზე. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს იყო მეორე ციხე ცხინვალის შემდეგ. ღმერთმა დამიფაროს, მეტს ვეღარ გავუძლებ, მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ძლიერი ვიყავი“.

„იყო მომენტი ვენების გადაჭრაზეც ვიფიქრე. ეკა ბესელია მეუბნებოდა, მედია და საზოგადოება მხარს გიჭერს, არ დათმო ჩვენ მაგრად ვდგავართო. მე რაინდი არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“, - აცხადებს აბდალაძე.

მისი თქმით, იგი საკანში მიხვდა, რომ ადამიანის ყველაზე დიდებული თვისებებია მოთმინება და მიტევება.

„მიტევება კიდევ უფრო დიდებულია და წრფელად მიტევება მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შეუძლია. საკანში კედელზე უწმინდესის სურათი იყო, როგორც კი უიმედობა მეუფლებოდა, ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ძალას მაძლევდა. ვფიქრობდი პატრიარქზე, მის თანადგომაზე. მჯეროდა, რომ გვერდით დამიდგებოდა, და ჩემს ოჯახზე, რომელზე ძვირფასიც არავინ და არაფერი მაბადია. ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახეს, დამცინეს, ჯაშუშსს ფული არ უნდა გქონოდაო? ორი ბანკიდან მაქვს ვალი აღებული. პატრიარქის სურათმა არ მომცა თავის მოკვლის უფლება. საკანში ჩემთან ერთად ვინც იჯდა, გამუდმებით ლოცვებს კითხულობდა. დადგებოდა პატრიარქის სურათის წინ და როდესაც ლოცვებს იწყებდა, საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა“, - აცხადებს აბდალაძე.

მისივე თქმით, როდესაც აღიარებით ჩვენებაზე დათანხმდა, გააფრთხილა რომ თარიღები გადაემოწმებინათ, არ იცის რატომ არ გადაამოწმეს.

„ეტყობა, ძალიან გაეხარდათ ჩემი თანხმობა და ჩანაწერის გახმაურება იჩქარეს“, - აცხადებს აბდალაძე.

გია აბდალაძე სასამართლო სხდომის დარბაზიდან 22 ივლისს გათავისუფლდა. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აბდალაძეს მსჯავრი ჯაშუშობაში დაედო. იგი 7 ივლისს დააკავეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები