კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ჯანდიერი: „ხელისუფლება გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სავარაუდოდ, არ აპირებს“

25 ივლისი, 2011

საქართველოს ხელისუფლება გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სავარაუდოდ, არ აპირებს. ამის შესახებ გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საქართველოს მთავრობა თვლის, რომ გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ არის და აღარ უნდა პროცესის კიდევ ერთხელ წაგება. არ უნდა მდგომარეობის გართულება და მათი ინტერესია ამ საქმის მიჩქმალვა.

ჯანდიერის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ხვალ იწურება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხვალიდან ერთი თვის ვადაში უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი თუ რა ზომების გატარებას აპირებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

ჯანდიერის თქმით, ამასთან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება და დარწმუნებულია მინისტრთა კომიტეტი არა მხოლოდ თანის 50 000 ევროს გადახდას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ საქმის ხელახალ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

მისი განმარტებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა არ არის, რომ კონკრეტული ზომების გატარება მიუთითოს ხელისუფლებას, ამას მინისტრთა კომიტეტი აკეთებს.

ევროსასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 26 აპრილს გამოიტანა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები