კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ იმნაძე ასლან აბაშიძის დასჯას ითხოვს

25 ივლისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ზურაბ იმნაძე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შიმშილობს. შიმშილობა მან სამი კვირის წინ დაიწყო. აჭარის ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ იმნაძის შვილი, მამამისის მკვლელობის გამოძიების დასრულებასა და ასლან აბაშიძის დამნაშვედ ცნობას ითხოვს.

„მამაჩემის - ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულებას ვითხოვ. წერტილია დასასმელი და აღარ სვამენ. შარშან ვიყავი აჭარის პროკურატურის პროკურორ ზვიად ფხაკაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა სასამართლო. თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მესმის, რომ ოცი წლის წინანდელი საქმეა, მაგრამ არ შეიძლება საქმის ასე გაჭიანურება, როცა რიგ საქმეებს რამდენიმე დღეში იძიებენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ განზრახ ჭიანურდება მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება“.

ზურაბ იმნაძემ, რამდენიმე თვის წინ ერთი დღით იშიმშილა. მაშინ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძისა და პროკურორ ზვიად ფხაკაძისაგან შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაპირება მიიღო: „მათ მთხოვეს, შიმშილობა შემეწყვიტა. დამპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ და შემატყობინებდნენ. ეს ზეპირი დაპირება იყო, თუმცა მე მათ ვენდე. ახლა კი შიმშილობას აღარ შევწყვეტ, სანამ სასამართლო პროცესი არ დაიწყება“.

როგორც იმნაძე ამბობს, მისი სამკვირიანი შიმშილობის განმავლობაში მოპირდაპირე მხარეს რამდენჯერმე გამოჩნდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრების თანხლებით და ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე. თუმცა, მისი ბედით ისინი არ დაინტერესებულან: „მოდიან, რიგ მშენებლობებს ათვალიერებენ და მიდიან. არანაირი შეკითხვა არ გასჩენიათ ჩემი პლაკატისა და ჩემს მიმართ. საკითხავადაც კი არავინ მოსულა. არა მარტო მათ, არც ცენტრალური მედიის საშუალებები დაინტერესებულან ჩემი შიმშილობით. ერთადერთი „ტელეარხი 25“, გაზეთი „ბათუმელები“ და თქვენ მოხვედით ჩემს ჩასაწერად“.

ზურაბ იმნაძის მამა ნოდარ იმნაძე 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძის კაბინეტში მოკლეს. ნოდარ იმნაძე მაშინ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო: „ქუთაისში მიდიოდა. მანქანის ტელეფონით დაუკავშირდნენ - უკან ჩამოდიო. მამაჩემმაც  მოატრიალებინა სამსახურის მანქანა და მივიდა უზენაეს საბჭოში. 6 ტყვია ჰქონდა ზურგში მოხვედრილი და ეს ტყვიები მისივე ავტომატისა იყო... გამოძიება 1991 წელსვე დაიწყეს, მაგრამ შეაჩერეს უსაფუძვლოდ. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ისიც კი გვითხრა - აბაშიძესთან ომს ხომ არ დავიწყებთო და საქმე შეაჩერეს. აუცილებლად ვაპირებ, იმ პირთა გასამართლებასაც, რომლებმაც ასლან აბაშიძის დროს საქმე არ გამოიძიეს. ზოგიერთი ახლაც არის თანამდებობაზე და დაწინაურებულიც“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის გაჭიანურებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, აჭარის პროკურატურის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს დაუკავშირდა. „საქმე სასამართლოშია გადაცემული და პროცესის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული“, - გვითხრა მან.

ახალი ამბები