კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმით ამერიკული მედია დაინტერესდა

26 ივლისი, 2011

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმით ამერიკული გამოცემები დაინტერესდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაშინგტონიდან ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და მუზეუმში გადაღებული ფოტოების გაგზავნა სთხოვეს.

ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრი სპეციალურად რამდენიმე ამერიკული ონლაინ გამოცემისთვის ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმის შესახებ ვიდეომასალას მოამზადებს, რომელიც ამერიკულ გამოცემებთან ერთად www.ick.ge - ზე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, წარმოშობით ქართველი გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 75 წლის ასაკში, 23 ივლისს, ვაშინგტონში გარდაიცვალა.

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმი, გურჯაანში, შალიკაშვილების დიდი პაპის მიერ 1830 წელს აშენებულ სახლში, 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის გახსნას ძმები ოთარ და ჯონ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილმა მუზეუმს საკუთარი ნივთები და სამხედრო ტანსაცმელიც უსახსოვრა.

მუზეუმის შენობის პირველი სართული ამჟამად სამწვადედ არის ქცეული. 23 ივლისს, მუზეუმის შენობის პირველ სართულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი, მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და გამგეობის თანამშრომლები ქეიფობდნენ. ჩინოვნიკები სურსათის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სამმართველოს ხელმძღვანელის, საკრებულოს ნაციონალი წევრის ავთანდილ ზარდიაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მუზეუმში ქეიფის ფაქტი ზაქარია იაგანაშვილმა, გოგა პეტრუზაშვილმა და ავთანდილ ზარდიაშვილმა დაადასტურეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები