კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელმა საქართველო ისევ სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

27 ივლისი, 2011

ისრაელი თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ „ისრა.კომ“ იუწყება.

ისრაელის ანტიტერორისტულმა შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, სადაც ებრაელებისთვის გამგზავრება სახიფათოა. ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი თანამემამულეებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ“, - ნათქვამია შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იგივე რეკომენდაცია გაიცა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებითაც.

განცხადებაში განმარტებულია ისიც, რომ ისრაელი საქართველოს კვლავ „გრუზიად“ მოიხსენიებს.

„მართალია საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ითხოვს, რომ სახელწოდებად „ჯორჯია“ გამოვიყენოთ, თუმცა „გრუზია“ ჩვენი აზრით, უკეთ ჟღერს“, - განმარტავენ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში რამდენჯერმე შეიყვანა და ამოიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები