კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპატიმრებულია აი ია.-ს გამომცემელი ზურაბ ხუციშვილი

27 ივლისი, 2011

ამა წლის 21 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ, დაპატიმრებულ იქნა აი ია.-ს გამომცემელი და მფლობელი ზურაბ ხუციშვილი. იგი დაახლოვებით დილის 11:30 საათზე, სოდ-ის თანამშრომლებმა ტაქსიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ასფალტზე პირაღმა დააწვინეს და ხელებგაკრულს ჰეროინი ჩაუდეს. მას ბრალი ედება 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე.

ამა წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ხუციშვილს 45 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი ა.წ. 5 სექტემბერს გაიმართება.

ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ ფაქტამდე 10 დღით ადრე, 11 ივლისს, დაახლოებით 00:35 საათზე, ბორჯომში, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს მუშაკების მიერ, მერაბ მაღლაკელიძის მანქანაში «ხმამაღალი საუბრისათვის» (!) (გამონათქვამი ეკუთვნის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს) დაკავებულ იქნენ ზურაბ ხუციშვილი და მერაბ მაღლაკელიძე. მათ სასამართლომ მიუყენა 166-ე და 179-ე მუხლები და დაუდგინა ადმინისტრაციული სასჯელი, ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

«აი-ია» მიმართავს ქართულ და მსოფლიო მასობრივი მედიის საშუალებებს, “რეპორტიორები საზღვრების გარეშე», საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დასავლეთის დიპლომატიურ სტრუქტურებს - დემოკრატიულ ქვეყანათა მმართველ პირებს, ორგანოებსა და პარტიებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და აქტიურად დაგვეხმარონ უდანაშაულო ზურაბ ხუციშვილის განთავისუფლებაში.

ზურაბ ხუციშვილი

დაიბადა 1964 წლის 23 იანვარს. 1980 წელს დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა. 1984-89 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.

1988 წლიდან ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრია. იყო წმინდა ილია მართალის საზოგადოების მესხეთ-ჯავახეთის ფილიალის თავმჯდომარე, 1990 წლიდან საარჩევნო ბლოკის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» მესხეთ-ჯავახეთის სპიკერი, 1992 წელს 9 თვის განმავლობაში პოლიტიკური პატიმარი, 2004 წლიდან დაშლამდე «მომავლის პარტიის» საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების კურატორი. 2011 წლის 14 მარტიდან გერმანულ საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures – თან ერთად აი ია.-ს ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემათა გამომცემელი, შპს «აი ია.»-ს მფლობელი, საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures – ის წარმომადგენელი საქართველოში.

«აი-ია» - საგანმანათლებლო ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემა.

დაარსდა 2011 წლის 14 აპრილს. ბეჭდვითი გამოცემა «აი ია.» გამოდის 2011 წლის 9 აპრილიდან ყოველ 2 კვირაში ერთხელ, გამოიცა 6 ნომერი. ონლაინ – გამოცემა «აი ია.» - www.ai-ia.info გამოდის 2011 წლის 31 მარტიდან
«აი-ია»-ს გამოცემები მის მკითხველს იმას, რაც მისი შემქმნელების აზრით საინტერესო და გამოსადეგი შეიძლება იყოს მათთვის დასავლური თუ აღმოსავლური, ჩრდილოური თუ სამხრეთული კულტურებიდან და აზროვნებიდან.

«აი-ია» - ს რედაქცია
საინფორმაციო სააგენტო Getmanpictures

25.07.2011
ზურაბ ხუციშვილის ადვოკატის – პაპუნა სანდუხაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის შემდეგ, ზურაბ ხუციშვილი გადაყვანილ იქნა თბილისის სასჯელაღსრულების Nr. 8-ე დაწესებულების განმარტოებით საკანში, ე.წ. კარცერში, რომელშიც არ დგას საწოლი, იქ იგი დღემდე იმყოფება. ზურაბ ხუციშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია!

http://www.ai-ia.info/online-arqivi/16-dapatimrebulia-ai-ia-s-gamomcemeli-zurab-khutsishvili.htm

ახალი ამბები