კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს საელჩოს განცხადების საფუძველზე, "ფემენის" აქტივისტი დააკავეს

27 ივლისი, 2011

ფემინისტური მოძრაობა "ფემენის" აქტივისტის ინა შევჩენკოს დაკავების მიზეზი უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლების განცხადება გახდა, რომლებმაც იგი კოლეგის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" წერს .

სამართალდამცავების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, პასუხისგება "ფემენის" აქტივისტსაც მოუწევს.

შევჩენკო პოლიციამ სეირნობისას დააკავა. სამართალდამცავები ავტომანქანაში მის ჩასმას ცდილობდნენ, თუმცა, მან წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო და პოლიციისგან გაქცევა სცადა.

18 ივლისს, "ფემენის" აქციისას, რომელიც უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად იმართებოდა, საელჩოს დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ფოტოკორესპონდენტს თავს დაესხა. ის სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები