კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სატელეფონო მოსმენების ვადების გასაიდუმლოების საკითხი საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

29 ივლისი, 2011

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენებს შეეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საიადან აცნობეს, აღნიშნული კანონი მართალია არეგულირებს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის წესს, თუმცა, არ განსაზღვრავს ვადებს, თუ რა პერიოდით არის ნებადართული კონკრეტული პირის მიმართ ხსენებული ღონისძიების განხორციელება.
 
საიას ცნობით, ვადებთან დაკავშირებულ საკითხს ცალკე არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ვადით არიან უფლებამოსილნი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პირის სატელეფონო მოსმენებზე ფარული მოსმენები აწარმოონ. ხოლო "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი ვადები არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამა თუ იმ პირს უსმენენ თუ არა ფარულად.

საია მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ვადების გასაიდუმლოება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პირადი შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებას. ფარული მოსმენების განმახორციელებელ სამართალდამცავებს ენიჭებათ ფართო უფლებამოსილება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით. იმავდროულად, როგორც ფართო საზოგადოების, ასევე, იმ პირისათვის, რომელსაც შეიძლება უშუალოდ შეეხოს სამართალდამცავი ორგანოების ესა თუ ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, უცნობია სამართალდამცავთა საქმიანობის შემზღუდველი სამართლებრივი საფუძვლები.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის ვადებს არ არეგულირებდეს ისეთი ნორმატიული აქტი, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალი ამბები