კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტის ზეწოლის ფაქტზე პრეს-კონფერენცია გაიმართა

1 აგვისტო, 2011

2011 წლის 1 აგვისტოს, 15:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის ოფისში გამართა პრეს-კონფერენცია გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის - მარიამ ოთარაშვილის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტ მარიამ ოთარაშვილის თქმით, მის მიმართ ზეწოლა და მუქარა 2009 წლის ნოემბერ-თებერვლიდან დაიწყო, როცა ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური რეზონანსის რედაქციაში მივიდა და სტატიების „სწორად“ წერა „ურჩია“. კერძოდ, მოსთხოვა სტატიები ისე დაეწერა, როგორც თავად ფიცხელაურს უნდოდა, რაზეც ჟურნალისტი არ დაეთანხმა.

ოთარაშვილის თქმით, გამგებლის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მის მიერ “რეზონანსის” 2010 წლის 11 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულმა რეპორტაჟმა, რომელშიც საუბარი ახალგორის გამგებელზეც იყო. ჟურნალისტის თქმით, ფიცხელაურმა მას 12 თუ 13 იანვარს დაურეკა და მაკომპრომატებელი შინაარსის მქონე მასალების გამოქვეყნებით დაემუქრა. ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ გამგებელი მას უცენზურო სიტყვებით ესაუბრებოდა. იმავე დღეს, გამგებელი რედაქციაშიც მივიდა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს - მალხაზ გაგუას უთრხა, რომ თუ ოთარაშვილი “ტყუილების” წერას არ შეეშვებოდა, მისი რეპუტაციის შემლახავ მასალებს გამოაქვეყნებდა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ, გაზეთ “რეზონანსში” დაბეჭდა სტატია და გაფრთხილება, რომ თუკი აღნიშნული განმეორდება ისინი მიმართავდნენ სასამართლოს. ზურაბ ფიცხელაურმა თითქოს შეწყვიტა ჟურნალისტის შანტაჟი, თუმცა 2011 წლის მაისში გამგებლის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ისევ განახლდა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებულია გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის, მარიამ ოთარაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებით და  საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი ზომების გატარებისაკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები