კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ

1 აგვისტო, 2011

მარიამ იმერლიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიამ   HRIDC.TV-მ კიდევ ერთი ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „დღევანდელი საქართველო გთავაზობთ“ წარუდგინა საზოგადოებას. ფილმის ავტორი გიორგი ჯანელიძეა. პრემიერა კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. ერთსაათიანი ფილმი ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების ისტორიაზე მოგვითხრობს. რესპონდენტები საუბრობენ, თუ როგორ იდევნებოდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, როგორ ავიწროებდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მინისტრებს ხელისუფლება.

როგორც ფილმის ავტორმა გიორგი ჯანელიძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრში ინტენსიურად მიდიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და მათ შორის არიან ეთნიკურად ოსი მოქალაქეებიც. ფილმის გმირების ჩაწერა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მათ დატოვეს საქართველო და მიიღეს კონკრეტულ ქვეყნებში თავშესაფარი, რადგან საფრთხე სიმართლის თქმის შემდეგ ძალიან დიდი იყო.  
  
ფილმში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჟა ქარქუსაშვილი, ასევე ეთნიკურად ოსი რიგითი მოქალაქეები და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინიტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რომელიც პასუხს სცემს ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს.     

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ფილმი ცხადყოფს, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც არ უნდა განაცხადონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, პრობლემები სახეზეა. საჭიროა, რაღაცნაირად ამ პრობლემების გადაწყვეტა. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი, რომ მათ არ იგრძნონ  თავი გარიყულად და არ დააპირონ წასვლა უცხოეთში, როგორც ამ ფილმიდან ჩანს. ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანის პრობლემა. ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას და მე ვფიქრობ, რომ ამის სერიოზული მიზეზი არსებობს.
 
ფილმი პარადოქსებითაა სავსე, ნაჩვენებია მიხეილ საკაშვილის მიმართვა ოსი და აფხაზი ხალხის მიმართ, რომელიც მათ მშვიდობას ჰპირდება და მეგობრობის ხელს უწვდის, მაგრამ რეალურად იდევნება ყველა ის აფხაზი და ოსი, რომელიც ხელისუფლებას თვალში არ მოსდის. „ჩვენ ამ ფილმით არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ ფაქტებს და დასკვნის გამოტანას ვანდობთ მაყურებელს“ - განაცხადა ფილმის ავტორმა.

ფილმი ძალიან საინტერესო და ამასთანავე ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა მაყურებელთათვის.

ახალი ამბები