კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანძის ახალი მმართველი კომპანია "გოლდენ კომი" სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა

2 აგვისტო, 2011

სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო ანძის ახალი მმართველი კომპანია "გოლდენ კომი" 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაცია განხორციელდა 1 სამუშაო დღეში, რაშიც გადახდილია 105 ლარი.

სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი ვასილ ბოლაშვილმა გააკეთა. კომპანიის სარეგისტრაციო მისამართი სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე მითითებული არ არის. ერთადერთი მისამართი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტშია დაფიქისრებული - მცხეთა, აღმაშენებლის #158-ია, რომელიც განმცხადებლის ვინაობის ქვემოთ არის განთავსებული.

”გოლდენ კომმა” გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ელეტრონულ აუქციონში გაიმარჯვა და შპს "ალფა-კომის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მმართველი გახდა. ამ დრომდე სატელეკომუნიკაციო ანძას "ალფა-კომი" მართავდა.

”ელექტრონულმა აუქციონმა შპს "ალფა-კომის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის ახალ მმართველად გამოავლინა კომპანია "გოლდენ კომი". ახალმა ინვესტორმა "ალფა-კომს" პროფილი უნდა შეუნარჩუნოს. "ალფა-კომის" მართვის უფლება 110 000 ლარად გაიყიდა. ახალი ინვესტორი "ალფა-კომში" უახლოესი 4 წლის მანძილზე 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება დღეს არარსებული ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული. აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა. შპს "ალფა-კომი", რომლის ერთ-ერთი აქტივიც თბილისის სატელევიზიო ანძაა, კომპანია "გოლდენ კომს" მხოლოდ 4 წლით გადაეცა მართვაში”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

შპს "ალფა-კომი" შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას ემსახურება.

”ალფა-კომის” ელექტრონულ აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები