კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 57 წლის ეთერ მოსაშვილი დახმარებას ითხოვს

2 აგვისტო, 2011

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები, 57 წლის ეთერ მოსაშვილი მესამე თვეა ადგილობრივი გამგეობისგან დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. როგორც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 2011 წლის მაისში, სტიქიის შედეგად სახლი დაენგრა და მას შემდეგ შვილთან ერთად სახლის ეზოში მოწყობილ ფარდულში ცხოვრობს.

„ერთოთახიანი, პატარა სახლი მქონდა, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით. მაისში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სახლის ორი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. შიგნით საერთოდ აღარ იცხოვრება. ეზოში პატარა ფარდული მაქვს გაკეთებული და ღამეს იქ ვათევთ. მუდმივი სამუშაოც არ გვაქვს, რომ თავი ვირჩინოთ, მხოლოდ დღიურად თუ ვიმუშავებ სადმე. რაიონის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი დამპირდა, რომ 2000 ლარის ფარგლებში ბინას თუ ვიშოვიდი, შემიძენდნენ, მაგრამ ამ ფასად ბინას სად ვიშოვი? უკვე სამი თვეა გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით. ნათესავიც კი არ მყავს, რომ შეგვიფარონ. არც სოციალურ დახმარებას ვიღებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებაში მითხრეს, სანამ ბინას არ შეიძენ, აღწერის ჩატარება არ შეიძლებაო“, - აღნიშნა ეთერ მოსაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნოდარ კოჭლამაზაშვილს არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა, გამგებელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები