კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანამდებობების საკუთარი განცხადებებით დატოვების სერიალი აჭარაში

3 აგვისტო, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

25 ივლისს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მინისტრის განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა.

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა ასევე დატოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 78-მა თანამშრომელმა. ასევე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი შერვაშიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრს, იმავე ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა, რაც სამინისტროს სატელეფონო ცნობარშია მითითებული. ანთაძე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ“.

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მირიან ლებანიძემ ცენტრთან საუბარში დაადასტურა, რომ ლევან ანთაძემ გათავისუფლების განცხადება დაკმაყოფილებულია: „გუშინ შემოიტანა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და გუშინვე დააკმაყოფილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. რამდენიმე დღეში გაიკვევა ახალი კანდიდატურა და გადაწყდება“. უკვე ცარიელია აჭარის მთავრობის საიტზე www.adjara.gov.ge აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენელზე ინფორმაციაც.

ლევან ანთაძეს 2010 წლის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით 12 033 ლარი აქვს მიღებული. მისი ფულადი წახალისება ივნისისა და დეკემბრის თვეებში, 100%-ზე მეტი იყო. თავისი ხელფასის _ 2 720 ლარზე, 1 153 ლარით მეტი იყო.

ლევან ანთაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად 2008 წელს დაინიშნა. იგი 2005-2006 წლებში ბათუმის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, 2006-დან 2007 წლამდე ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურის უფროსის, 2007 წლიდან 2008 წლამდე კი „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ქობულეთის გამგეობის თანამშრომლები, სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლის მოადგილეები სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ. უწყების 78-ივე თანამშრომელმა გათავისუფლების შესახებ განხადება ერთდროულად დაწერა. სამსახურის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის აღმნიშვნელი აბრები კაბინეტებიდან ჩამოსხნილია, რამდენიმე ოთახი კი, დაკეტილი. თანამშრომელები ამბობენ, რომ მათ განცხადებები დააწერინეს, გადაწყვეტილება კი გამგებელმა და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს. ისინი სამსახურში აღდგენას სწორედ მათგან ელოდებიან.

„გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე განცხადება დაგვეწერა - ახლა ასეა საჭიროო. მოგვიანებით კი, ისევ დაგვნიშნავენ“, - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა იმ მიზეზის გამო არ ისურვა, რომ შემდგომში დაპირების მიხედვით, უმუშევარი არ დარჩეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის ასლან ყურშუბაძის მტკიცებით, სამსახურიდან ყველა თანამშრომელი არ გათავისუფლდება: „იქნება გაკვეული შეთავაზებები გაკეთებული ჩვენს მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე“. 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი შერვაშიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 15 ივლისს დატოვა. არც შერვაშიძე საუბრობს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლის მიზეზზე.

თანამდებობების საკუთარი განცხადებებით დატოვებას წინ უსწრებდა 12 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ჯემალ ხიმშიაშვილისა და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი თენგიზ ხუციშვილის დაკავება.

ჯემალ ხიმშიაშვილს ბრალად 7 700 ლარის ოდენობის თანხის აღება ედება. კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალად ედება ბორდიურების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმისგან ქრთამის აღება. იგი ბრალდებას აღიარებს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები