კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „გოლდენ კომის“ აუქციონში გამარჯვება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“

4 აგვისტო, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ „გოლდენ კომის“ აუქციონში გამარჯვება ბევრ კითხვას აჩენს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, „გოლდენ კომის“ ხელმძღვანელი ვასილ ბოლაშვილი აუქციონში გამარჯვებამდე ინდმეწარმე იყო; 2010 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ფონდშიც შეიტანა შემოწირულობა. იგი, დოკუმენტების მიხედვით, არის დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ფიროსმანის“ მფლობელი, ასევე, აუქციონის დოკუმენტებში მითითებულია სხვა სასტუმროს მისამართიც, რომლის მფლობელიც ბოლაშვილია.

გიგაურის განცხადებით, კომპანია „გოლდენ კომი“ აუქციონამდე შვიდი დღით ადრეა დარეგისტრირებული. მისივე თქმით, სხვა შესაძლო კონკურენტებს ინფორმაცია აუქციონთან დაკავშირებით არ ჰქონდათ, რის გამოც არათანაბარი მდგომარობა იყო.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოიპოვა მასალა, რომელთა მიხედვითაც, აუქციონის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული "გოლდენ კომის" საიდენტიფიკაციო ნომერი ემთხვევა ბოლაშვილის სხვა კომპანიების, კერძოდ რესტორნებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

1 აგვისტოს ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „გოლდენ კომი“ და მას 4 წლის ვადით, სამართავად გადაეცა შპს „ალფა კომის“ საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ალფა კომის“ მართვის უფლება წელიწადში 110 000 ლარად გაიყიდა.

ახალი ინვესტორი ვალდებულია, „ალფა-კომს“ პროფილი შეუნარჩუნოს. აუქციონის პირობების მიხედვით, იგი „ალფა კომში“ უახლოეს 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული.

კომპანია „გოლდენ კომი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ივლისს და კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია ვასილ ბოლაშვილი.

„ალფა-კომი“ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები