საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ვაჩნაძიანში ორი მამაკაცი ცემეს
04.08.2011
საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, დავით წიკლაური და დიმიტრი შენგელიძე ცემეს.
„როგორც ჩანს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მანქანას ისე მართავდნენ. პატრულმა გააჩერა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა. რამდენიმე წუთში დავინახე, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბიჭები ძირს დაყარეს და წიხლებით მუცელში გამეტებით ცემდნენ. ხალხი იდგა და იყურებოდა. ვერავინ მიეშველა“, - აღნიშნა ინციდენტის თვითმხილველმა ნათელა მოსემღვდლიაშვილმა.
ცემის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წიკლაურსა და შენგელიძეს ხელბორკილები დაადეს და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, დაკავებულების სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას