კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის მთავრობა საქველმოქმედო ფონდს დანაპირებს არ უსრულებს

5 აგვისტო, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდს ხელისუფლებამ დაპირებული ფართი არ მისცა. ფონდმა დანაპირების მიღება სასამართლოს გზით სცადა. თუმცა, 5 აგვისტოს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ფონდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

საქველმოქმედო ფონდი, ე.წ. სათნოების სასახლე, ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #42-ში მდებარეობდა. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, ფონდს მასზე გადაცემული შენობა სახელმწიფომ დაატოვებინა. საქველმოქმედო ორგანიზაციას 822 კვ/მ ფართის ორსართულიანი შენობა 1995 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით გადაეცა. 2006 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაცემული აქტი გააუქმა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრირა. მას შემდეგ დაიწყო სასამართლო დავა. საქველმოქმედო ფონდმა საქართველოს ყველა სასამართლო ინსტაციაში საქმე წააგო. ამჟამად, აღნიშნულ საქმეზე სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე აპირებენ მიმართვას.

მანამდე კი, 5 აგვისტოს, „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდი კიდევ ერთი სასამართლო გადაწყვეტილების ელოდა. სათნოების სასახლე გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად სადილით უმასპინძლდებოდა და ღამის თავშესაფარი იყო მათთვის, ვისაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება.

სვეტა კუდბა, „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი: „აჭარის მთავრობამ მოგვთხოვა, დაგვეცალა ის შენობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ჩვენ რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ. ამ დროს მთავრობის სახელით გამოვიდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და თქვა, რომ ჩვენ სანაცვლო შენობას მივიღებდით. დაგვიბარეს სამინისტროში შესათანხმებლად. მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ ეს საქმე მის იმჟამინდელ მოადგილეს, აბესალომ გურგენიძეს დაავალა. გურგენიძემ მოგვცა საგარანტიო წერილი, რითაც ჩვენგან ითხოვდა, წარგვედგინა განაცხადი, თუ რა მიზნებისთვის გვჭირდებოდა ფართი.

ჩვენ, რა თქმა უნდა მივაწოდეთ პასუხი, რომ ისევე უფასო სასადილოს და დედათა და ბავშვთა თავშესაფრის გახსნისთვის გვჭირდება შენობა. ასევე აფხაზური სკოლის გაგრძელებისთვის. დამატებით ვითხოვდით, თუ იყო საშუალება, გაგვეხსნა რამე საამქრო, სადაც ეს ადამიანების იმუშავებდნენ“.

კუდბას ამის შემდეგ არანაირი პასუხი მიუღია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამიტომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, რომ დაევალდებულებინა სამინისტრო დაპირების შესრულებაზე. თუმცა, არც აჭარის მთავრობას უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება:

„დანაპირების შესრულება ჩემი კაპრიზი როდია. მართლა სჭირდება ქალაქს ეს თავშესაფარი. იცით რამდენი წერილი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროდან, პოლიციიდან, უმაღლესი საბჭოდან, მერიიდიან წერილები იმ უსახლკაროების პრობლემებზე, რომლებიც ხვდებოდნენ საავადმყოფოებში. ჩვენი საქველმოქმედო ფონდი პატრონობდა მათ“, - ამბობს საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი.

როგორც კუდბა აცხადებს, სასამართლო პროცესზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა დაპირების არშესრულების მიზეზად ის დაასახელა, რომ ფონდის წერილში დასახელებული არ იყო, რა მისამართზე, რომელ შენობას ითხოვდნენ: „დავუსახელებდი „შერატონს“, მომცემდნენ? ჩვენ საიდან ვიცით, რომელი შენობაა სახელმწიფოს საკუთრებაში, რომ მოვითხოვოთ?!“
 
„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის იურისტი, გია ქარცივაძე იცავდა: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვცა წერილობითი დაპირება, რომ გარკვეულ ფართს გამოუყოფდა საქველმოქმედო ფონდს. დაპირება არ შესრულდა. ჩვენ გვაქვს უფლება, დაპირების შესრულება მოვითხოვოთ. მოპასუხედ გვყავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ფართის გამოყოფას დაგვპირდა და აჭარის მთავრობა, რომელმაც არ განიხილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო პროცესის გამართვამდე დაუკავშირდა. გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არა აქვს, სამინისტროს პოზიცია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ ზოიძემ მოკლედ გვითხრა: „5 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ამ საქმეზე. ყველაფერი ამ გადაწყვეტილებით გადაწყდება. სხვა კომენტარს არ ვაკეთებთ“.

შენობა, სადაც „წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდი“ იყო განთავსებული, დღეს უკვე დანგრეულია.

ახალი ამბები