კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპონდენტთა 26,8% უჭერს მხარს მედვედევის იდეას სააკაშვილის გამო ტრიბუნალის შექმნის შესახებ

5 აგვისტო, 2011

რადიო „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იდეას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

რესპონდენტებს პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ როგორც ინტერნეტის, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით.

ინტერნეტის საშუალებით გამოკითხულთა 69% რუსეთის პრეზიდენტის ამ იდეას მხარს არ უჭერს, ხოლო 26,8% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. გამოკითხულთა 15%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

სატელეფონო გამოკითხის შედეგები ასეთია: 31% მიიჩნევს რომ სააკაშვილი უნდა წარდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, ხოლო 69%-ს პასუხი უარყოფითია.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მიესალმებოდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამჟამად ეს არარეალურია. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანიების – „პიკ“-ის, „რაშა თუდეის“ და რადიოსადგურ „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე თუ მკითხავენ, ვუპასუხებდი: „დიახ“. უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე 2008 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ შეუძლებელია მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრიბუნალის შექმნა მოცემულ მომენტში შეუძლებელია“, – განაცხადა მედვედევმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები