კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგოომბუდსმენი და „სემეკი“ არცერთ დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენენ

22 აგვისტო, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ვალერი ფხაკაძეს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ აბონენტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გულგრილობაში ადანაშაულებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ უხეშად და მასობრივად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, სემეკი და ენერგოომბუდსმენი კი არცერთ დარღვევაზე, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ვრცელდება, რეაგირებას არ ახდენენ.

„უფრო მეტიც, არც კი ინტერესდებიან. ისინი მომხმარებლების ინტერესებს კი არა, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის ინტერესებს იცავენ. სემეკს მიღებული აქვს დადგენილება, ე.წ. დროებითი წესი, რომლის მოშველიებითაც „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, ასობით და ათასობით ლარის გადახდას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აბონენტებს ელექტროენერგიას არ აძლევს“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები