კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაფხულში საკნებში განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია შექმნილი

22 აგვისტო, 2011

სახალხო დამცველის აპარატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმიური მონიტორინგი განახორციელა.

„ზოგიერთ დაწესებულებაში კვლავ პრობლემურია ექიმის მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; რამდენიმე დაწესებულებაში კვლავ არ არის ტელევიზორები; სასჯელაღსრულების სისტემაში პრაქტიკულად არ არსებოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები და არ ხდება მათი სათანადო მომზადება გათავისუფლებისათვის. ისევ პრობლემად რჩება დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმართა ყოფა. მათი მდგომარეობა მძიმდება ცხელი ზაფხულის პერიოდში, როდესაც საკნებში განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. მდგომარეობას მეტ - ნაკლებად ამსუბუქებს ვენტილატორები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია დაწესებულებების მაღაზიებში, თუმცა სასჯელაღსრულების სისტემაში შრომითი, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების არარსებობის გამო, დახურული დაწესებულებების პატიმრებს მინიმუმ 23 საათის განმავლობაში საკანში უწევთ ყოფნა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დეტალური ანალიზი სახალხო დამცველის ანგარიშში გამოქვეყნდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები