კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველის თეატრის დასი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2011

კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თეატრის დასი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?

სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით, აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე?

არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!”

განცხადებას ხელს აწერენ: გ. საღარაძე; კ. კავსაძე; ჯ. ღაღანიძე; თ. დოლიძე; ჟ. ლოლაშვილი; ზ. კვერენჩხილაძე; ზ. ლებანიძე; დ. უფლისაშვილი; ლ. ხურცია; თ. ჭიჭინაძე; ზ. პაპუაშვილი; ლ. ფოფხაძე; ნ. კანტიძე; გ. ბარბაქაძე; ბ. ჩაჩიბაია; გ. გიორგაძე; მ. ჯანაშია; კ. ფურცელაძე; მ. შველიძე; ს. აბრამიშვილი; დ. პაპუაშვილი; ლ. ბერიკაშვილი ; ზ. პაპუაშვილი; ე. მოლოდინაშვილი; პ. გულიაშვილი; ი. სუხიტაშვილი; ზ. შარია; მ. გამცემლიძე ლ. ოგანეზოვი; მ. აბრამიშვილი; ი. სანაია; ტ. სარალიძე; ნ. მაყაშვილი; რ. მაყაშვილი; ნ. კასრაძე; ნ. არსენიშვილი; დ. დარჩია; ნ. ხუსკივაძე; გ. გველესიანი; ე. მინაშვილი; დ. კვირცხალია; ლ. ალიბეგაშვილი; მ. ჯინორია; ლ. ახალაია; ნ. ქაცარიძე; რ. ჩხაიძე. გ-ა. მესხიშვილი. ამასთან, ხელმოწერებს უერთდება მსახიობი მარინა კახიანიც.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებას ხელს აწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.

ამასთან, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული „ეთნიკური მეტაფორების“ გამო გათავისუფლდა.

„სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს“, - აღნიშნა ნიკა რურუამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები