კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლია შარმაზანაშვილი ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს

22 აგვისტო, 2011

დედოფლისწყაროში, ე.წ. „ქოჩების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი ლია შარმაზანაშვილი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის (ყოფილი ფინანსური პოლიცია) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების ყოფილ უფროსს ვეფხია კობიაშვილს ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს.

„კობიაშვილი დედოფლისწყაროელების სიძეა და ცდილობს ხელში რაც შეიძლება ბევრი მიწის ნაკვეთი ჩაიგდოს. მან უკვე არაერთი ადამიანი დაატერორა. ახლა ტბის მიმდებარე ტერიტორია მოეწონა და მედავება. ტერიტორია ამჟამად დაყადაღებულია და ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებ. ისეთ ზეწოლებს ახორციელებს, რომ რამდენჯერმე ავად გავხდი, მერე კი ოპერაციაც დამჭირდა. სასამართლო პროცესებზე გამოცხადება ვერ შევძელი და საქმის განხილვა რამდენჯერმე ამიტომ გადაიდო“, - აღნიშნა ლია შარმაზანაშვილმა.

მისივე თქმით, კობიაშვილი ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად კობიაშვილს ვერ დაუკავშირდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები