კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

22 აგვისტო, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 აგვისტოს პარლამენტის ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძის მეუღლეს და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ ბადრი ბიწაძე, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავების მიერ, დამნაშავედ სცნო „ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის“ შექმნაში, რომლის მიზანიც იყო „პოლიციის მუშაკებზე თავდასხმის მოწყობა, რაც უნდა გადაზრდილიყო მაშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში“ მაისის ქუჩის საპროტესტო აქციების დროს.

ბიწაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილია და რომ ბიწაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ჩვენება ზეწოლის გზით იქნა მოპოვებული და უამრავ შეუსაბამობას შეიცავს.

civil.ge

ახალი ამბები