კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრენინგი ტრენერებისთვის სიძულვილის ენის შესახებ

ტრენინგი ტრენერებისთვის სიძულვილის ენის შესახებ

ადამიანის უფლებათა ცენტრი ა.წ. 5-8 სექტემბერს, თბილისში ატარებს 4-დღიან ტრენინგს ტრენერებისთვის სიძულვილის ენის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა, „ინტერნიუს - საქართველოსა“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად.

ტრენინგი გათვალისწინებულია როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი გაიმართება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი. ტრენინგზე დასწრება უფასოა.

შერჩეული მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაესწრონ ტრენინგის სრულ კურსს და სექტემბერ-ოქტომბერში ჩაატარონ 1-დღიანი ტრენინგი იგივე საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რისთვისაც თითოეული ტრენერი მიიღებს ჰონორარს 150 ევროს ეკვივალენტით ლარებში.

დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ავტობიოგრაფია უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე hridc@hridc.org მიმდინარე წლის 31 აგვისტოს 17 საათამდე.

მონაწილეები თვითონ არიან პასუხისმგებლები რეგიონებიდან მგზავრობასა და საცხოვრებელზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი