კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მრავალეროვანი საქართველო“ პრეზიდენტს ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს

24 აგვისტო, 2011

„მრავალეროვანი საქართველო“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა განუცხადა, შესაბამისი შინაარსის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანენ.

„განცხადებაში ვწერთ, რომ არ ვეთანხმებით პრეზიდენტის ფრაზეოლოგიას, რადგან ის ქსენოფობიურ ტერმინოლოგიას მოიცავს. ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ ასეთი ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. მეტს ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან ის პრეზიდენტია და ეს არჩევითი თანამდებობაა“, - განაცხადა სტეფანიანმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ქსენოფობიურად ახალი ზღვისპირა კურორტის, ანაკლიის საზეიმო გახსნაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ანაკლია ასე დაახასიათა: „იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი - ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ - ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები