კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მგზავრებს 5 ლარით უკანონოდ აჯარიმებს

30 აგვისტო, 2011

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ უბილეთო, ან დაუშტამპავი ბილეთების მქონე მგზავრებს, ბილეთზე მითითებული ჯარიმის ოდენობაზე მეტ თანხას ახდევინებს. ბილეთებზე, რომლებსაც მგზავრები იყენებენ, ჯარიმის ოდენობად 3 ლარია აღნიშნული. თუმცა, კონტროლიორები მათ საჯარიმო ოქმში 5 ლარს უთითებენ.

რამდენიმე დღეა, ავტობუსებში გაჩნდა განცხადებაც უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში 5-ლარიანი ჯარიმის თაობაზეც. თუ რატომ არის სხვაობა სამგზავრო ბილეთზე მითითებულ ჯარიმის ოდენობასა და საჯარიმო ოქმში მითითებულ თანხას შორის, ამის გარკვევა კონტროლიორებმა და ავტობუსის მძღოლებმა ხელმძღვანელობასთან გვირჩიეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოადგილეს, გურამ ცინცაძეს დაუკავშირდა.

„მართალი ბრძანდებით, ჯარიმა 3 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან მგზავრობის ფასსაც და ჯარიმასაც ბათუმის მერია ადგენს. ამ დღეებში, შვებულების შემდეგ ბათუმის საკრებულო მიიღებს დადგენილებას ამაზე და ჯარიმის ოდენობა გაიზრდება 5 ლარამდე. უბრალოდ, პირველად ბილეთები რომ დაიბეჭდა, ზედ 3 ლარი დაეწერა“, - გვითხრა გურამ ცინცაძემ.

დღემდე არც ერთ ჩვენს მიერ გადამოწმებულ ბილეთზე ჯარიმის ოდენობად 5 ლარი მითითებული არაა. 

თუ რატომ ჯარიმდებიან მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, ცინცაძე გვეუბნება: „მართალი ხართ... მაგრამ დირექტორი 3-4 დღეში იქნება და იმას დაელაპარაკეთ“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოადგილემ არც ის იცის, თუ რამდენი მგზავრია ამ ეტაპზე უკანონოდ 5 ლარით დაჯარიმებული.

საბილეთო სისტემა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამა წლის 30 ივნისიდან დაინერგა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სავაჭრო ცენრებში და პრესის ჯიხურებში. არის 5 სახის ბილეთი: 0.60 ლარი (2 მგზავრობის), 1.70 (6 მგზავრობის), 4.00 ლარი (15 მგზავრობის) და 3.00 ლარი (15 მგზავრობა). ეს უკანასკნელი სტუდენტებისა და პენსიორებისთვისაა გათვალისწინებული.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 100 % წილის მფლობელი ბათუმის მერიაა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები