კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს

31 აგვისტო, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საინგილოდან ერთადერთი ქართველი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.

მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციები ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა. კახის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სხვა მღვდლებმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლეს და საინგილოდან წავიდნენ. მამა ბასილი კი შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა.

„მამაოს ძალიან ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აიძულებდნენ, რომ აქედან წასულიყო. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს“, - აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა.

„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დავრგეთ, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დაგვაგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს“, - გვითხრა კახის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა.

„მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ და ისმენდნენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობდით. რასაც მამაოს შევჩივლებდით ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიოდნენ სახლში და გვემუქრებოდნენ“, - აღნიშნა თ. თ-შვილმა.

კომენტარისთვის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკს დავუკავშირდით. ეპისკოპოსმა მამა ბასილზე ზეწოლა და მოძღვარის ჰერეთიდან გამოძევების ფაქტი უარყო. „პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადმოყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამათა მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და მამა დემეტრე გაიგზავნა საქართველოდან, რომელიც არის ბერი. მე სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, გიორგობას, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა - ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია. „მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

ახალი ამბები